მელიას ხელზე ოკუპანტის ბორკილი არ დაიდება, ეს მისია შეუსრულებელია – ნიკა მელია

ნიკა მელიას ხელზე ოკუპანტის ბორკილი არ დაიდება, ეს მისია არის შეუსრულებელი, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ “ქართული ოცნების” უკანდახევაა, რაც ხელახალი არჩევნების დანიშვნაში უნდა გამოიხატოს.

“ვიზიტიცაა და ვიზიტიც, ეს ვიზიტი არ იყო დაგეგმილი, მომდევნო თვეში იყო დაგეგმილი, მაგრამ ვადაზე ადრე შედგა, ფორსმაჟორული სიტუაციის გამო. აქ ის კი არ არის მთავარი, ნიკა მელიას ხელი დაედება თუ არა, მთავარი ისაა, რომ გამარჯვებულმა აღიაროს დამარცხებული.

რეკლამა
eudora.ge

ქართულ ოცნებას” აქვს ერთადერთი გამოსავალი – უკანდახევა. დროზე უნდა მიხვდნენ, რომ ნიკა მელიას ხელზე ოკუპანტის ბორკილი არ დაიდება, ეს მისია არის შეუსრულებელი. ცვლილებების გარეშე ქვეყანა ვერ ჩადგება კალაპოტში და ერთადერთი ცვლილება არის სამართლიანი რიგგარეშე არჩევნები. ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ვადამდელი არჩევნები”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები