მედიკამენტები, რომელსაც ამერიკის პირველი პირები, კორონავირუსთან საბრძოლველად იღებდნენ

პრეზიდენტ ტრამპის პირადმა ექიმმა, ანტონი ფაუჩიმ გაასაჯაროვა სწორედ თქვენს მიერ ჩამოთვლილი წამლების სია, რომელსაც ნომერ პირველი პერსონები იღებდნენ აშშ-ში – ასე უპასუხა ალერგოლოგ – იმუნილოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ წამყვანის კითხვას, რამდენად მართებულია, კორონავირუსის საპრევენციოდ D და C ვიტამინის, მელატონინისა და სხვა მედიკამენტების მიღება.

„დღეს, დედამიწაზე არცერთი მედიკამენტი არ არსებობს, რომელიც კორონავირუსისგან დაგვიცავს. ერთადერთი პრევენცია რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაა. მაგრამ არსებობს მეორე მოდულაციაც, როცა ადამიანის და კაცობრიობის ერთადერთი იარაღი, მისი იმუნური სისტემაა. ჩვენი იმუნიტეტი ან ერევა ვირუსებს, ან ვერ ერევა.

ასე რომ, როცა საუბარია მსგავს მედიკამენტებზე, მარტივად რომ ავხსნა, არავის დაუდასტურებია D ვიტამინი რამდენად იცავს, ან ამსუბუქებს კორონავირუსის მიმდინარეობას, თუმცა ერთეული და არც ისე ხელწამოსაკრავი კვლევები ნამდვილად არსებობს, რომ სადაც იყო D ვიტამინის ღრმა დეფიციტი, ამ შემთხვევაში მძიმე მიმდინარეობის კოვიდი დაფიქსირდა.

კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, პრეზიდენტ ტრამპის პირადმა ექიმმა, ანტონი ფაუჩიმ გაასაჯაროვა სწორედ თქვენს მიერ ჩამოთვლილი წამლების სია, რომელსაც ნომერ პირველი პერსონები იღებდნენ აშშ-ში. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადამიანი მიიღებს D ვიტამინს საპროფილაქტიკოდ, არ ვიცით, გამოგვადგება თუ არა ის კოვიდთან ბრძოლაში, მაგრამ ცუდს არაფერს გვიზამს.

რეკლამა
eudora.ge

D ვიტამინის წყარო ზღვის ცხიმიანი თევზია, რომელზეც საქართველოს მოსახლეობის 80%-ს ხელი არ მიუწვდება კვირაში ორ-სამჯერ. ამიტომ მე, როგორც ექიმი, გამოვხატავ გულწრფელ პოზიციას, კორონასთან მას ექნება თუ არა რამე კავშირი, არავინ იცის, თუმცა ჩვენს იმუნურ სისტემას მინიმალურად თუ მაინც წავეხმარებით, ეს იქნება ერთი აგური. რა თქმა უნდა, შეუთანხმდით თქვენს ექიმს, რადგან წამალი შეიძლება იყოს შხამი ორგანიზმისათვის, თუ მას ზედმეტი ოდენობით მიიღებთ. ამიტომ ბალანსი არ უნდა დავარღვიოთ“-განაცხადა კულუმბეგოვმა ,,360 გრადუსში“.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები