“მასობრივი დაუმორჩილებლობა,ალტერნატიული მთავრობის  შექმნა” : ალასანიასა და სანიკიძის სკანდალური ჩანაწერი

უკრაინული ინტერნეტ გამოცემა obozrevatel-ი თემურ ალასანიას და გუბაზ სანიკიძის სავარაუდო სატელეფონო საუბარს ავრცელებს, სადაც საუბარია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაზე.

– გუბაზ, რაზე გაწუხებთ

– კი

– ივანიშვილმა კარგად გაუგო ქართველებს, ქართველ პოლიტიკურ სპექტრს. კარგად გაზომა და აწონა.

– კი კი

– ბატონო თემურ, ყველა შევა ჩემს გარდა. მე იქ არ შევალ, რა თქმა უნდა, აგერ ნახავთ თქვენ.

– დიდი ბოდიში. პირველი: არავითარი ლეგიტიმაცია ამ მთავრობას, მეორე: სრული სამოქალაქო დამოურჩილებლობა, სრული ნაციონალური მასშტაბით სამოქალაქო დამოურჩილებლობა, მესამე – არავითარი დიალოგი, არავითარი კოოპერაცია, არავითარი თანამშრომლობა, არავითარი… ანუ საერთოდ უნდა გაწყდეს ურთიერთობა ხალხს, და პოლიტიკურ სპექტრს შორის. მეოთხე

– აბა რა

რეკლამა
eudora.ge

– ბოდიში… მეოთხე – დროებითი მთავრობის შექმნა. სასწრაფოდ, სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს, რომ, ნაციონალური გადარჩენის, ეროვნული გადარჩენის მთავრობა იქმნება, პარალელური მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ხალხის წინაშე თავის თავზე და მსოფლიოს წინაშე და იღებს ძალაუფლებას თავის ხელში და მეხუთე – მიმართვა მსოფლიოს ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ჩვენ არ ვთხოვთ თქვენს მხარდაჭერას, უბრალოდ გაცნობებთ, რომ საქართველოს სახალხო გადარჩენის კომიტეტმა ხელში აიღო სრული ძალაუფლება და დღეიდან პასუხს აგებს ქვეყნის ბედზე, ისევე, როგორც რეგიონში მშვიდობაზე, ისევე როგორც შენარჩუნებას, ასე შემდეგ. ვსო, ზეთს ით.

– ბატონო თემურ, ახლა გეტყვით, მე ფიცი არ მიყვარს, მაგრამ ღმერთს გეფიცებით, მკრეხელობას ჩავდივარ, გუშინწინ მივედი მათ შეკრებაზე, ლეიბორისტულ სამოთხეში, იქა, შალვას ბაღები რომ არის, სადაც სისულელეების მეტს არაფერს არ ლაპარაკობდნენ. ვუსმინე, ვუსმინე და ვუთხარი, მე გეტყვით, რა არის გეგმა და ახლა მე ჩამოგითვლით. უბრალოდ პუნქტები არის, რიგითობაა განსხვავებული. პირველი – მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ საქართველოში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, მეორე – შეიქმნას ეროვნული ხსნის კომიტეტი, ასე დავარქვი, რაც თქვენ თქვით, რომელიც პარალელურ ფუნქციებს აიღებს ქვეყანაში, პარალელური მთავრობა, რაც თქვენ თქვით, მესამე – ულტიმატუმის მიცემა.

– ეს იყო ჩემი.

– აბსოლუტურად ზუსტად იგივეა ყველაფერი, რაც მე გითხარით.

– ზუსტად იგივე.

როგორც გამოცემა წერს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დროიდან გუბაზ სანიკიძემ არაერთხელ შეიცვალა პოლიტიკური კუთვნილება, მათ შორის იყო „ქართულ ოცნებაში“, შემდეგ არაერთხელ დაპორტირდა და აჟამად იგი სააკაშვილის პოლიტიკური დასაყრდენია. „სახეზეა სახელმწიფო გადატრიალების ყველა ელემენტი.

– მასობრივი დაუმორჩილებლობა, ალტერნატიული მთავრობის ან ხსნის კომიტეტის შექმნა, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიმართვა და ა.შ.“ – წერს გამოცემა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები