“მათ, ვინც ფიქრობს, რომ წინასაახალწლოდ შეზღუდვები უნდა შემსუბუქდეს, ვეპატიჟები ერთი დღით რეანიმაციაში… გაჩვენებთ მათ, ვინც ახლა სიკვდილს ებრძვიან…” – ექიმის ემოციური მიმართვა

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ანესთეზიოლოგ- რეანიმატოლოგი თამარ გოგიჩაიშვილი შეზღუდვების შესაძლო შემსუბუქების შესახებ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს ემოციური ეხმაურება.

რეკლამა
eudora.ge

“ყველა მათ, ვინც ფიქრობს, რომ წინასაახალწლოდ შეზღუდვები უნდა შემსუბუქდეს, ვეპატიჟები ერთი დღით რეანიმაციაში… გაჩვენებთ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად… იმ ადამიანებსაც გაჩვენებთ საკუთარი სიცოცხლისთვის რომ იბრძვიან და სამწუხაროდ მათაც, ვინც ამ ბრძოლაში დამარცხდნენ და ახლა სიკვდილს ებრძვიან…

ნუ იქნები შემდეგი , ახალი წელი ისედაც მოვა დარჩი სახლში და დამეხმარე მე; დაეხმარე ჩემს ათასობით კოლეგას; დაეხმარე შენს ოჯახს, შენ ქვეყანას. ჩათვალე, რომ შენი სახლში დარჩენა ერთი გადარჩენილი სიცოცხლეა, სწორედ ის სიცოცხლე, რომლისთვისაც ყოველდღიურად ასობით ადამიანი იბრძვის” – წერს თამარ გოგიჩაიშვილი.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები