მაგრად მიყვარხარ ჩემო დაბრენდილო და დაბრედილო საქართველო – თაკო ჩარკვიანი

„ჩემო ანზორ მელია ძვირფასო! ნიკა მელიას ქურთუკმა გამახსენა (3 წელი რომ დეპუტატი იყო, იმ ნიკას ქურთუკმა) ჰოდა ამ ქურთუკზე ატეხილმა „ამბავმა“ გამახსენა და შიშით ჩემს ტანსაცმელს შევავლე თვალი კარადაში, „ბრენდული“ ხომ არ შემომეპარა, (არა, არ გვაქვს ოჯახს ბიუჯეტიდან ხელფასი და არც არასდროს გვქონია მაგრამ) რა იცი რას არ გაიგებს კაცი ბოლო დროს.

უცებ ჩემს მეუღლეს (შიშით) პიჯაკზე „ბრენდის ნიშანი” მოვუსინჯე, ახლა ირმასთანაც დავრეკავ ავსტრიაში, სიცივეა ვენაში და ქურთუკს თუ იყიდის ემანდ, რაიმე კარგი ხარისხის არ იყიდოს, არ დაგვღუპოს ოჯახი, რადგან ბრენდული საქართველოში მხოლოდ ბიუჯეტის ქურდებს, კორუფციონერებს და რუსი ფეოდალის ივანიშვილის მომხრეებს უნდა და შეიძლება, რომ ეცვათ, ჰოდა რა ვიცი არ ვართ მომხრეები, მოწინააღმდეგეები ვართ და ამიტომ გავაფრთხილებ შვილს!

რეკლამა
eudora.ge

ანზორ მელიაც გაფრთხილდება, ამის შემდეგ ეცოდინება, რომ რადგან მთელი ცხოვრება ადამიანებს სიცოცხლეს უნარჩუნებს და ბიუჯეტშიც ფული იქით შეაქვს, ოჯახში „ბრენდული“ „კურტკა“ თუ აღმოაჩნდა ვინმეს, არამც და არამც არ ჩაიცვან, გადამალონ, აკი გითხარით მხოლოდ ბიძინას მომხრე კორუფციონერებს შეუძლიათ, ვისაც ბიუჯეტის ფული შესდით სახლში უშრომელად! ვაი ჩვენს პატრონს, მაინც რომ მაგრად მიყვარხარ ჩემო „დაბრენდილო და დაბრედილო“ საქართველოვ!“, – წერს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები