ლავას ოღლის ექსტრადირება მონტენეგროში მოხდა

ე.წ. კანონიერი ქურდის, მიდნია გორაძის, იგივე ლავას ოღლის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მონტენეგროში იმყოფება.

როგორც ლავას ოღლის ადვოკატი “ინტერპრესნიუსთან” განმარტავს, ლავას ოღლი ბელორუსიიდან უკრაინაში მიდიოდა, თუმცა, ქვეყანამ ის არ მიიღო, რის გამოც, ე.წ. კანონიერი ქურდი მონტენეგროში აღმოჩნდა.

„იმის დადასტურება შემიძლია, რომ უკრაინის სახელმწიფოში მისი შესვლა ვერ მოხერხდა და მისი მონტენეგორში გადაფრენა მოხდა, სხვა ინფორმაციას არ ვფლობ, ის საქართველოში არ არის. ბელორუსიიდან მოხდა უკრაინაში ჩასვლა, უკრაინამ საბუთები მოსთხოვა, საბუთების შემოწმების შემდეგ ქვეყანამ ჩათვალა, რომ არ უნდა შეეშვა და ე.წ. მესამე ქვეყანაში გაუშვა. ეს ადამიანი წლებია, საპატიმრო დაწესებულებაში უკანონოდ იმყოფება, რადგან ჩვენი ქვეყანა მის ექსტადაციას ითხოვს, ამიტომ ნებისმიერ ქვეყანაში წავიდოდა, სადაც არანაირი სამართლებრივი პრობლემა არ შეექმნებოდა და მიიღებდა. მონტენეგრომ მიიღო, იქ დარჩება თუ არა, თვითონ გადაწყვეტს“, – განაცხადა კობაიძემ.

ცნობისთვის, მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი ე.წ. კანონიერი ქურდობისთვის ორ საქმეზეა მსჯავრდებული, ერთ მათგანზე მას 10 წლით, მეორეზე საქმეზე კი 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები