კოხლეარული აპარატები – მილიონებად შეფასებული აპარატურა სმენადაქვეთებულ ბავშვებამდე ვერ მივიდა, საწყობებში გაფუჭდა

მილიონებად შეფასებული და საწყობში გაფუჭებული ძვირადღირებული აპარატურა სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის – “ოცნების” მორიგი დაუდევრობა ან კორუფციის სქემა.

სახლემწიფომ ჯერ კიდევ სერგეენკოს ინისტრობის დროს პატარებისთის მათი შეძენა თავის თავზე აიღო, თუმცა, ოპერაციები აღარ კეთდება, არადა ძვირადღირებული პარატურა გაცებულია პაციენტებზე, ამიტომ აპარატების ნაწილი დასაწყობებულია. 
თითოეულ მათგანს პაციენტის სახელი ჰქვია, ამიტომ მისი სხვა პაციენტისთვის გადაცემა შეუძლებელია, არადა ამ პარატის მომლოდინეთა სია დიდია. 

ორი მიზეზი, რის გამოც პურზე ფასები ავარდება და რას გვატყუებს სოფლის მეურნეობის მინისტრი?

კოხლეარული აპარატების შესახებ და ამ პროგრამის დაფინანსებაზე პრობლემები დავით სერგეენკოს მინისტრობის დროს გაჩნდა. კითხვებზე პასუხები კი ამ დრომდე გაცემული არ არის. ახლა სერგეენკო პარლამენტში “ოცნებას” წარმოადგენს. დეპუტატს დავუსვით კითხვა, რატომ არის რამდენიმე ათასად შეფასებული აპარატები დასაწყობებული? 

რეკლამა
eudora.ge

“მოთხოვნა ამ იმპლანტებზე უფრო მეტი იყო ვიდრე ჩვენ შეგვეძლო მიწოდება, ასე, რომ დასაწყობება და არ მოხმარება აქ უადგილოა. მოხმარება, მოთხოვნა უფრო მეტი არის, ვიდრე მიწოდება”, – ამბობს სერგენკო. 

მოქმედ ჯანდაცვის მინისტრს დავუსვით კითხვა, მიმართავს თუ არა ეკატერინე ტიკარაძე საგამოძიებო უწყებებს ძვირადღირებული აპარატების გაფუჭებაზე გამოძების დასაწყებად, თუმცა, მინისტრმა მის წინამორბედზე კრიტიკულ შენიშნვას თავია არიდა. 

7-8 თეთრით თუ არ მოიმატა, ენეგრო კომპანიები ცუდ დღეში აღმოჩნდებიან – დენის ტარიფი ძვირდება?

დასაწყობებულ და გაფუჭებულ აპარატებთან ერთად კიდევ ახალი პრობლემები ჩნდება. 2021 წელს კოხლეარული აპარატის იმპლანტაციის პროგრამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხა უნდა გამოიყოს, თუმცა, ეჭვს იწვევს კიდევ ერთი საკითხი, ტენდერს ერთი კომპანია იგებს, ოპერაციებსაც ერთადერთი ექიმი, შოთა ჯაფარიძე საკიოთხარ კლინიკაში “ჯაფარიძე-ქევანიშვილში” აკეთებს. ქირურგს ოპერაცია პაციენტებისთვის ორი თვეა არ ჩაუტარებია. პანდემიის გამო ყველა გეგმიური ოპერაცია მარტამდე გადადებულია.

რა ეშველებათ ადამიანებს, რომელთა ცხოვრების შეცვლა ერთი მარტივი და ძალიან ძვირადღირებული აპარატით შეიძლებოდა კითხვები ჯანდაცვის უწყების მიამნრთ არსებობს პასუხს კი, ყოფილი მინისტრი ვერ სცემს. 

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები