კოსმოსურ სადგურზე ხალხმრავლობის გამო, ერთ ასტრონავტს კაფსულაში დაძინება მოუწევს

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო (NASA) 14 ნოემბერს კომპანია SpaceX-ის ხომალდით Crew Dragon ოთხ ასტრონავტს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაუშვებს, რის შედეგადაც ეკიპაჟის წევრების რაოდენობა იქ შვიდამდე გაიზრდება. დედამიწის გარშემო მოძრავ მოდულზე ამ დროისთვის მხოლოდ ექვსი დასაძინებელი ადგილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთ მათგანს ძილი კაფსულაში მოუწევს.

Crew-1-ის სახელით ცნობილ 6-თვიან მისიაში მონაწილეობას ამერიკელი ასტრონავტები – მაიკლ ჰოპკინსი, ვიქტორ გლოვერი, შენონ ვოქერი და იაპონელი სოიჩი ნოგუჩი მიიღებენ. Crew Dragon-ს ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან რაკეტა Falcon 9-ით გაუშვებენ, რის შემდეგაც კაფსულა მათ ჩვენი პლანეტის ორბიტაზე განლაგებულ სადგურამდე მიიყვანს. ეკიპაჟის ახალ წევრებს იქ ამერიკელი ასტრონავტი ქეით რუბინსი და რუსი კოსმონავტები – სერგეი რიჟიკოვი და სერგეი სვერჩკოვი დახვდებიან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე საძილე ადგილების არასაკმარისი რაოდენობის გამო, SpaceX-ის კაფსულით მაიკლ ჰოპკინსი ისარგებლებს, რისი სურვილიც Crew-1-ის ეკიპაჟის მეთაურმა თავად გამოთქვა. მისივე განცხადებით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად მომავალში NASA სადგურზე დასაძინებელი ადგილების დამატებას გეგმავს, თუმცა, როდის განახორციელებს აშშ-ის კოსმოსური სააგენტო ამ ჩანაფიქრს ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხალხმრავლობის გამო, ეკიპაჟის წევრებს რიგში ჩადგომა ვარჯიშისას ტრენაჟორებით სარგებლობის დროსაც მოუწევთ.

NASA-მ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მიმართულებით რეგულარული ფრენის უფლება SpaceX-ს ახლახან მიანიჭა. ამერიკელი ასტრონავტების დედამიწის ორბიტაზე განლაგებულ მოდულამდე მიყვანასა და უკან დაბრუნებას ამიერიდან სწორედ სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის, ილონ მასკის კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტა Falcon 9 და კაფსულა Crew Dragon უზრუნველყოფს.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები