კორონავირუსს 5 მღვდელი ემსხვერპლა – შეიცვლება თუ არა საეკლესიო რიტუალების წესი

შეიცვლება თუ არა საეკლესიო რიტუალების წესი ქვეყანაში ვირუსის უკონტროლოდ გავრცელების გამო, ამაზე ჯერ საეკლესიო პირები არ საუბრობენ. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსული ინფექციით 36 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი სასულიერო პირია.

რეკლამა
eudora.ge

დეკანოზი დავით ქვლივიძე, რომელიც პანდემიის დაწყების დღიდან კორონავირუსს, COVID-19-ის აფიორას უწოდებდა და მრევლს ამბიონიდან მოუწოდებდა არ აჰყოლოდნენ პანიკას კორონავირუსით გუშინ გარდაიცვალა.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირები მუდმივად იმეორებდნენ რომ კორონავირუსი მთავარი საფრთხე არ არის და მრევლს მოუწოდებდნენ, არ გაეკეთებინათ ვაქცინა, რომლის შექმნაზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ერთდროულად მუშაობდა.  

უკვე მეხუთე სასულიერო პირის გარდაცვალების შემდეგ გამკაცრდება თუ არა რეგულაციები ტაძრებში, ჯერ არ გადაუწყვეტია საპატრიარქოს.

გართულებული ეპიდვითარების გამო, ღვთისმსახურების მიმდინარეობის დროს რეკომენდაციების გამკაცრებას აუცილებლად მიიჩნევენ თეოლოგები.

საქართველოს პატრიარქი იზოლაციაშია და მასთან მხოლოდ იზოლაციაში მყოფი უახლოესი პირები შედიან.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები