კორონავირუსის ახალი შტამი იტალიაშიც დაფიქსირდა

იტალიის ჯანდაცვის სამინიტროს ცნობით, კორონავირუსის ახალი შტამი იტალიაშიც დაფიქსირდა. სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული ადამიანი დიდი ბრიტანეთიდან რამდენიმე დღის წინ რომში დაბრუნდა და ამ დროისათვის იზოლაციაშია.

აშშ-ში 4 ვაქცინირებულს ბელის დამბლა განუვითარდა, ბრიტანეთში კი 2-ს – ანაფილაქსია

რეკლამა
eudora.ge

პაციენტზე მიმდინარეობს დაკვირვება და მონიტორინგის პროცესში დაფიქსირებულ ყველა ჩვენებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გადასცემენ.

მანამდე იტალიამ დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა. კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო დიდ ბრიტანეთში 17 მილიონი ადამიანი ლოკდაუნის რეჟიმზეა გადასული.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები