კონტრაქტი გავაფორმეთ 1.4 მლნ დოზა ვაქცინის მიღებაზე, 17 მლნ დოლარად – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით ქვეყანას კონტრაქტი გაფორმებული აქვს ვაქცინის 1 400 000 დოზაზე, რისთვისაც გამოყოფილია 17 მილიონი დოლარი, აქედან კი 4 მილიონი უკვე გადარიცხულია.

“კოვაქსთან” საქართველოს გაფორმებული აქვს კონტრაქტი 1 400 000 დოზა ვაქცინის მიღებაზე, რომელი იქნება ეს ვაქცინა ჯერ ჩვენ არ ვიცით, ბრიტანული, გერმანული, ამერიკული, იტალიური თუ სხვა და როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს და მისცემს უფლებას მათი გამოყენების, საქართველო შეიძენს შესაბამის ვაქცინას, ან არა ერთს, არამედ ორს ან სამს. ჩვენ უკვე გადარიცხული გვაქვს პირველი შენატანი დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ექვივალენტი, შესაბამისად  1 400 000 დოზისთვის გამოყოფილია 17 მილიონი დოლარი, რომელიც ქვეყანამ უნდა გადაიხადოს ამ ვაქცინების შესაძენად. შესაბამისად რადგან ამას იძენს სახელმწიფო, ეს მოსახლეობისთვის იქნება უფასო”

რეკლამა
eudora.ge

ვაქცინის ერთი დოზა, როგორც ამირან გამყრელიძის განცხადებით ხდება ცნობილი, 12, 14 დოლარი უჯდება სახელმწიფოს.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები