კომპანიამ APTERA მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრომობილი წარადგინა

აშშ-ის კალიფორნიის შტატში დაფუძნებულმა კომპანიამ Aptera სამთვლიანი ელექტრომობილი Paradigm წარადგინა, რომელიც ენერგიას, ელემენტთან ერთად, მასზე დამონტაჟებული მზის პანელიდანაც იღებს. მანქანის გაყიდვა 2021 წლიდან დაიწყება.

განსხვავებული ტექნიკური მახასიათებლების მქონე მოდელების ღირებულება 25,900-დან 46,000 აშშ დოლარამდე იქნება.

ორადგილიანი ელექტრომობილი 100 კვტ/სთ ტევადობის მქონე ელემენტით არის აღჭურვილი, რომლის ერთი დამუხტვითაც ის 1600 კილომეტრს გადის.

700-ვატიანი მზის პანელი კი დღეში დაახლოებით 70 კილომეტრის მანძილზე გადაადგილებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ მანქანას მხოლოდ ბუნებრივად განახლებად ენერგიაზე მუშაობა არ შეუძლია.

Paradigm, რომელსაც სამივე წამყვანი თვალი აქვს, 96 კმ/სთ სიჩქარეს 3,5 წამში ავითარებს.

წინა წამყვანი თვლების მქონე მოდელს კი იგივე სიჩქარის მისაღწევად 5,5 წამი სჭირდება.

რაც შეეხება ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარეს, ის 180 კმ/სთ-ს შეადგენს. აღნიშნული სერიის ყველაზე მძიმე მანქანა 1000 კილოგრამს იწონის.

მისი სიგრძე – 4,3 მეტრი, სიგანე – 2,2 მეტრი, ხოლო სიმაღლე 1,4 მეტრია.

Aptera-ს სპეციალისტებმა ინოვაციურ პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2006 წლიდან დაიწყეს, ორ წელიწადში კი სამთვლიანი ელექტრომობილის პირველი პროტოტიპი წარადგინეს.

რეკლამა
eudora.ge

ფინანსური კრიზისის გამო, რომელიც მოდელის Aptera 2e გამოსაშვებად 150-მილიონიანი კრედიტის აღებამ განაპირობა, 2011 წელს კომპანიამ მუშაობა შეწყვიტა.

ახლა კი გაუმჯობესებული ტექნოლოგიით შექმნილ Paradigm-ზე შეკვეთებს იღებს, რისთვისაც ავანსად 100 აშშ დოლარის გადახდაა საჭირო.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები