კოვიდპაციენტების უმეტესობას, 6 თვის განმავლობაში, სულ მცირე ერთი სიმპტომი მაინც აქვს

იმ ადამიანთა სამ მეოთხედზე მეტს, რომელთაც კორონავირუსი გადაიტანეს, ნახევარი წლის განმავლობაში, ვირუსის, სულ მცირე, ერთი სიმპტომი მაინც აქვს, – ამის შესახებ Aljazeera ჩინელი მეცნიერების ახალ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

კვლევაში ჩართული იყო ჩინეთის ქალაქ უხანში მცხოვრები და ვირუსგადატანილი ასობით ადამიანი.

რეკლამა
eudora.ge

მეცნიერების დასკვნით, დაღლილობა და სისუსტე ყველაზე გავრცელებული გახანგრძლივებული სიმპტომებია. ასევე, კვლევაში აღნიშნულია ძილის გართულებაც.

მეცნიერების განცხადებით, კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ, მუდმივი მეთვალყურეობაა საჭირო. განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც ვირუსი რთულად გადაიტანეს.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები