კოვიდინფექციით გარადაცვლილი 26 წლის გოგოს შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ქუთაისში, კორონავირუსითგარდაცვლილი 26 წლის გოგოს ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ინფიცირებული კლინიკაში დაგვიანებით გადაიყვანეს. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.

გარდაცვლილის დედის თქმით, კლინიკებში ადგილები არ იყო და მისი შვილის გადაყვანა ამიტომ ვერ შეძლეს. პაციენტი კლინიკაში 31 ოქტომბერს შეიყვანეს და მეორე დღეს გარდაიცვალა.

ოჯახის მტკიცებით, გარდაცვლილს სხვა დაავადება არ ჰქონია. ის დედისგან დაინფიცირდა, მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, მოულოდნელად დამძიმდა და ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს.

რეკლამა
eudora.ge

ოჯახი მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს. ამბობენ, რომ ტესტზე პასუხი მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მიიღეს, ასევე აცხადებენ, რომ ცხედარი სახლში სპეციალური შეფუთვის გარეშე მიასვენეს და არც დაკრძალვის შემდეგ მომხდარა სახლის დეზინფექცია.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები