„კოვაიდერი“ – СOVID-ასისტენტი ფეისბუკზე, სადაც კითხვებზე გიპასუხებენ

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტი ადამიანი ჩივის ექიმის კონსულტაციის ხელმისაწვდომობაზე. მოთხოვნა იზრდება, თუმცა დაგროვილ კითხვებზე მყისიერად პასუხების მიღება სულ უფრო რთულდება

ამ პასუხების მიღების სივრცედ ნაწილობრივ უკვე იქცა ფეისბუკჯგუფები, სადაც ადამიანები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და ამ ჯგუფებში ექიმებიც აქტიურად მონაწილეობენ. ამაზე რადიო თავისუფლებაც მოგითხრობდათ.

კოვიდთან საბრძოლველად ახლახან კიდევ ერთი პლატფორმა შეიქმნა – მას „კოვაიდერი“ ჰქვია – ეს არის ერთგვარი კოვიდასისტენტი სოციალურ ქსელ ფეისბუკში – ამ პლატფორმაზე ყველა კოვიდინფიცირებულს თუ მათ ახლობელს შეუძლია დასვას შეკითხვა დაავადების შესახებ – „კოვაიდერი“ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიაწვდის მას სრულ ინფორმაციას როგორც ვირუსის შესახებ, ასევე ძირითადი რჩევებისა და რეკომენდაციების თაობაზე.

კითხვებზე პასუხი ექიმმა ბიძინა კულუმბეგოვმა მოამზადა.

რა უნდა გააკეთოთ ინფორმაციის მისაღებად:

ფეისბუკში მოძებნით გვერდს „კოვაიდერი“ და მესინჯერის ბმულს მიჰყვებით. იქ კი კოვბოტი გიპასუხებთ და შეგიძლიათ დიალოგიც დაიწყოთ.

თქვენ მიიღებთ პასუხს კითხვებზე:

რეკლამა
eudora.ge
  • თუ რას აკეთებთ სიმპტომების შემთხვევაში;
  • რა დროს უნდა გავიკეთოთ COVID-19-ის ტესტირება;
  • სად ხდება PCR ტესტირება;
  • როგორია თვითიზოლაციის წესები;
  • რეკომენდაციები.

ერთად მოგროვილია ხშირად დასმული კითხვები, ინფორმაცია თავდაცვის ზომებზე, ასევე შეგიძლიათ კოვიდის შესახებ განახლებული ინფორმაციის მიღება და ექიმთან გასაუბრებაც – ამ ეტაპზე კითხვებს ბიძინა კულუმბეგოვი პასუხობს, თუმცა, მალე პლატფორმას სხვა ექიმებიც შეემატებიან.

„კოვაიდერი“ შექმნეს პლატფორმა „ერთიანობის“ (საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე – ნინო ზამბახიძე, აჭარა ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – ვალერი ჩეხერია, ბიზნეს აქსელერატორი სპარკის მენეჯერი – სანდრო კანდელაკი, ბიზნესექსპერტი გოგა საათაშვილი) დაფუძნებლებმა ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად.

ვირუსს ძირითადად სახლის პირობებში ვებრძვით, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს პლატფორმა დაეხმარება ინფიცირებულებს, თუ როგორ უნდა წარმართონ სწორად ვირუსთან ბრძოლა. „კოვაიდერის“ საშუალებით ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება ექიმის პირველადი კონსულტაცია, რაც, იმედი გვაქვს, არსებულ ეპიდსიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის და უფრო მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვეყოლება“, – ამბობს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე.

ახალი პლატფორმა გუშინ ამუშავდა და ამ დროისთვის მას უკვე 5000 გამომწერი ჰყავს. 2000-მა ადამიანმა უკვე ისაუბრა „კოვაიდერთან“ და პირველადი აუცილებელი რჩევები მიიღო.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები