კლინიკებისთვის დეფიბრილატორებს სახელმწიფო იყიდის – აღიარებს თუ არა ტიკარაძე შეცდომას?

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე ტიკარაძე არ აღიარებს, რომ 1 წლის წინ 520-ე დადგენილების მიღებისას სამინისტრომ შეცდომა დაუშვა, როდესაც კლინიკებს დეფიბრილატორებზე კონკრეტული ტარიფი განუსაზღვრა. დადგენილება, რომელმაც დააწესა ზედა ზღვრული ტარიფები საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის, დეფიბრილატორების ნაწილში განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა სამედიცინო დაწესებულებებისთვის. კლინიკები მიუთითებდნენ, რომ დეფიბრილატორის შეძენის ზღვრული ტარიფი, რაც მთავრობამ დადგენილებით გაწერა, ამ აპარატების შესყიდვის საბაზრო ღირებულებაზე დაბალი იყო. 

▶საქართველომ პრეპარატი „რემდესივირი“ მიიღო

520-ე დადგენილებით, რომელიც ძალაში 2019 წლის ნოემბერში შევიდა, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია, რომელიც უტარდებათ უეცარი კარდიული სიკვდილის მაღალი რისკის მქონე პაციენტებს, სამინისტრომ შეაფასა 12,000-დან 17,000 ლარამდე, რასაც კლინიკების პროტესტი მოჰყვა. ისინი ირწუნებოდნენ, რომ ამ ტარიფებით მუშაობა წარმოუდგენელი იყო, რადგან მხოლოდ დეფიბრილატორის შეძენა 5.500-7 000 დოლარი უჯდებოდათ.

სულ ახლახანს კი ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმად, სახელმწიფო 2.6 მლნ ლარის ღირებულების 224 კერდიოვერტერ-დეფიბრილატორს თავად შეისყიდის და კლინიკებს უსასყიდლოდ გადასცემს. 

რა ვიცით ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

BM.GE-მ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ეკატერინე ტიკარაძეს ჰკითხა, 1 წლის თავზე, ხომ არ ფიქრობს, რომ 520-ე დადგენილების მიღებისას გარკვეული შეცდომა იქნა დაშვებული.

„არ ვაღიარებ, პირიქით, ამ შესყიდვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გათვლების დროს ჩვენს გუნდს ჰქონდა სრულიად ნათელი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ფასად რა პროდუქტის შეძენა იყო შესაძლებელი ბაზარზე და პირიქით, ამ შესყიდვით დავამტკიცეთ, რომ გადაწყვეტილება იყო სწორი. მივიღეთ შედეგიც და კიდევ უფრო იაფად მივიღეთ პროდუქტი, ვიდრე გათვლები იყო გაკეთებული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კითხვაზე, რატომ იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება ერთი წლის შემდეგ, ტიკარაძემ უპასუხა: „ნებისმიერი პროცედურა, რომელიც სახელმწიფო უწყების მიერ ხორციელდება, საჭიროებს ფასთა კვლევას, კომუნიკაციას, ტენდერის გამოცხადებას. ამ ყველაფერს სჭირდება დრო, ამას დასჭირდა 1 წელი“, – განაცხადა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

რეკლამა
eudora.ge

ახალი კვლევა: ცნობილია დიეტა, რომელიც COVID-19-სგან დაგიცავთ

რაც შეეხება განფასებას, სამინისტრო ამჟამად დეფიბრილატორებს დაახლოებით 11 ათას ლარად ყიდულობს, თუმცა ეს სავარაუდოდ იმის ხარჯზე ხდება, რომ შეისყიდის არა ერთ, არამედ 224 აპარატს. კლინიკა „გულის“ წარმომადგენელი, ანზორ მელია BM.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ სახელმწიფო მიხვდა, რომ კლინიკებს ჯიბრში არ უნდა ჩაუდგეს.

„ვერ დავეთანხმები კლინიკებს ვერანაირად. ვიდრე ტარიფს დავადგენდით, ინფორმაცია გვქონდა კლინიკებისგან, ტარიფების დათვლა მოხდა სწორედ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან “, – აღნიშნა ტიკარაძემ.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები