“კინემატოგრაფიასთან მაქვს პირდაპირი შეხება” – მეუფე ნიკოლოზს ხვალ Iphone 12-ს გადასცემენ

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზის თქმით, მას ტექნიკის ერთ-ერთი მაღაზია ხვალ iPhone 12-ს აჩუქებს. მეუფემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განმარტა, რაში სჭირდება ეს ტელეფონი და სტუდიაში iPhone-ის აქსესუარები მიიტანა.

„ბოლოს რომ ვიყავი ტელეეთერში, ვეცადე მეთქვა, რომ კამერა, ეს არის იარაღი თუ კარგად გამოიყენებ, კარგი იარაღი, თუ ცუდად – შეიძლება მოკლა ადამიანი. ეს არის თავდაცვის საშუალება და მე ვთქვი, რომ მე მაქვს ეს და ეს არ არის ბოლო მოდელი-მეთქი.

კი არ ვიცოდი, რომ აიფონ 12 არ ყოფილა ჯერ გამოსული და ზუსტად 2 კვირაში იყო ამერიკაში ამ აიფონ 12-ის პრეზენტაცია. მაღაზიებში დაიწყეს რეკვა და ისეთი რიგი დადგა, ამათ მოუწიათ ახალი პარტიის გამოწერა. ერთ-ერთი მაღაზიიდან დამირეკეს და მითხრეს, ისეთი კარგი რეკლამა გაგვიკეთეთ, რომ ჩვენ გვინდა, რომ აიფონ 12-ის, 512 „გეგაბაიტის“ პირველი მფლობელი თქვენ იყოთო.

ხვალ პირველ საათზე გადმომცემენ. მე ვთქვი, რომ რადგან გადმომცემთ მეთქი, ბარემ გავასაჯაროოთ ეს ინფორმაცია და მე ვიტყვი, რატომ მჭირდება მაინცდამაინც ეს აიფონი. ამას აქვს სამი კამერა. ჩემთვის ეს ტელეფონი არ არის, ჩემთვის ეს არის ვიდეოკამერა და ჩემთვის ეს პროფესიაა ერთ-ერთი, მე ჩემი პროფესიით კინემატოგრაფიასთან მაქვს პირდაპირი შეხება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები