“კიდევ 100 ათასი ადამიანი დატოვეს ქუჩაში – გაკოტრების პირას ვართ, დეფოლტს ვუახლოვდებით”

“ეკონომიკა დაუყოვნებლივ არ დაიშლება, მაგრამ ბევრი ბიზნესი გაუქმდება, ჩვენ დეფოლტს მივუახლოვდებით, თუ მთავრობამ განაგრძო ასეთი უსუსრი პოლიტიკა” – ამბობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმდჯომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი, გადაცემა “დღის სტუმარში” საუბრისას:

“ახლა ვიხდით არასათანადო მენეჯმენტის საფასურს, რომელიც თებერვლიდან გვაქვს.

რეკლამა
eudora.ge

ჩემი აზრით, მათ არ უნდა დახურონ ბიზნესი ისე, როგორც ახლა ხურავენ. მათ უნდა ასწავლონ და გააფრთხილონ ადამიანები, განსაკუთრებით მოხუცები, 65 წელზე უფროსი ასაკის პირები და ისინი, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემი აქვთ, რომ არ გამოვიდნენ გარეთ და დანარჩენები უნდა მუშაობდნენ.

რადგან ბიზნესის დახურვით ისინი ხალხს უმუშევრად ტოვებენ. თქვენ იცით, რომ ისინი ყველა რესტორანს ხურავენ. საქართველოში გვაქვს 11 ათასი რესტორანი სადაც დასაქმებულია 100 000 ადამიანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ 100 000 ადამიანს ტოვებთ ქუჩაში.

თებერვლიდან დაწყებული კრიზისის შემდეგ, ყველა რესტორანი და სპორტული დარბაზის მფლობელი მუშაობს არა ფულის გასაკთებლად, არამედ თანამშრომლების ხელფასის და საბანკო სესხების გადასახდელად.

ახლა თქვენ მოდიხართ და ხურავთ მათ, და 100 000 ადამიანი რჩება ქუჩაში და 400 ლარი, რომელსაც მთავრობა აპირებს მათ გადაუხადოს იანვრიდან, მათ არ გადაარჩენს.

ეს საშინელი კრიზისია და მე არ ვფიქრობ , რომ მთავრობა მას გაუმკლავდება. რასაკვირვეველია არ მიიღებს ასობით მილიონების დახმარების საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რაშიც ეჭვი მეპარება.

დიდი პრობლემები გვაქვს, გაკოტრების პირას ვართ და მრავალი კომპანია უკვე გაკოტრებულია”

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები