კახეთში კორონავირუსით გარდაიცვალა მამაკაცი, რომელიც სახლში მკურნალობდა

კახეთში კორონავისრუსით გარდაცვალების 21-ე შემთხვევა დაფიქსირდა. გურჯაანში მცხოვრები 77 წლის მამაკაცი მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა. მას თანმხლები დაავადებები – დიაბეტი და რკინადეფიციტური ანემია აღენიშნებოდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ბოლო ინფორმაციით, რეგიონში ინფიცირების 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რიცხვი 2 784-მდე გაიზარდა.

მუნიციპალიტეტის მიხედვით დღევანდელი ეპიდსტატისტიკა ასეთია: ახმეტა – 169, თელავი – 801, ყვარელი – 241, ლაგოდეხი – 311, გურჯაანი – 575, სიღნაღი – 182, დედოფლისწყარო – 235 და საგარეჯო – 270.

რეკლამა
eudora.ge

ამ ეტაპზე მკურნალობას 1 917 მოქალაქე გადის, მათ შორის 1 732 ბინაზე მკურნალობს, 29 მკურნალობს კოვიდსასტუმროში, ხოლო 156 იმყოფება კოვიდკლინიკაში.

თვითიზოლაციაში რჩება 2 175 პირი, თვითიზოლაციიდან კი, 105 მოქალაქე მოიხსნა. რეგიონის მასშტაბით კარანტინში იმყოფება 96 ადამიანი.

დღის განმავლობაში 62 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო რამდენიმე კვირაში კი, ვირუსი 846 მოქალაქემ დაამარცხა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები