კახა ოქრიაშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქში ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ კახა ოქრიაშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ოქრიაშვილის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელდა.

განცხადებაში წერია, რომ ოქრიაშვილი სახლის პირობებში მკურნალობს და თავს კარგად გრძნობს.

დღეს, 2 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 852 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 7 და გამოჯანმრთელდა 1 696 ადამიანი.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 42 579 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 26 800 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 335 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები