კახა კალაძემ დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან პანდემიას “ომი გამოუცხადა”

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავარ გამზირზე მთავარი ნაძვის ხე გაანათა. კალაძემ ნაძვის ხესთან განაცხადა, რომ კორონავირუსს ომს უცხადებს . კალაძის თქმით, ვირუსმა უნდა იცოდეს, რომ არ გვეშინია და არ დავნებდებით.

კალაძე აფრიკის დასახლებაზე: ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი

რეკლამა
eudora.ge

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ საახალწლო განათებები და აღნიშნვა არის არშეგუება იმ რეალობასთან, რომელიც კორონავირუსმა გამოიწვია და თბილისი “სოლიდარობის ქალაქად” გამოაცხადა.

საახალწლო სოფელში დასახარჯი თანხები სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება – კახა კალაძე

“პირველად ცხოვრებაში და იმედი მაქვს, რომ ერთადერთხელ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება ომის გამოცხადებით უნდა დავიწყო. დიახ, არ მოგესმათ, ჩვენ ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას და ამ საზიზღარ ვირუსს, რომ იცოდეს, არ გვეშინია და არასდროს დავნებდებით. ეს საახალწლო განათებები, ეს ნაძვის ხის ანთების რიტუალი არის არამარტო ზეიმის, ახალი წლის, ახალი იმედების ტრადიციული აღნიშვნა, არამედ გამოწვევა, არშეგუება იმ რეალობასთან, რაც ამ ვირუსმა მოგვიწყო”, — განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე პრემიერ-მინისტრად?!

მან ბოდიში მოუხადა ბავშვებს, რომლების “ვირუსით გამოწვეული რეალობის გამო” ნაძვის ხის ანთებას ვერ ესწრებიან.

“გახსოვდეთ, რომ კარგი განწყობა, მხიარულება და ბავშვების კისკისი, ჟრიამული, აი, ზუსტად, ეს არის ის, რისიც ეშინია პანდემიას და COVID-19-ს. სიცოცხლე გრძელდება, მეგობრებო, სიცოცხლე მშვენიერია”, — განაცხადა მან.

კალაძის სიტყვით გამოსვლას წინ უძღოდა საახალწლო სიმღერა და მისი გამოსვლის შემდეგაც ასე გაგრძელდა.

თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი 1,1 მილიარდ ლარზე მეტი იქნება

ცნობისთვის, შესყიდვის დოკუმენტის მიხედვით, შარშანდელი იტალიური, მილიონიანი ნაძვის ხის მორთვა-გაფორმება ბიუჯეტს 195 800 ლარი უნდა დაჯდომოდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მორთვა-გაფორმებაში 103 850 ლარი იყო გათვლილი, 70 ცალ ნათურასა და 21 მეტრი სიგრძის გირლიანდაში — 70 950, სტრინგი კაბელის შესაძენად კი 21 ათასი ლარი.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები