კაცებს უყვართ ჩემნაირი ქალები, ჩემ გარშემო შეშინებული კაცები არ მინახავს – თამარ ჩერგოლეიშვილი

მაია ასათიანის “პროფილში” სტუმრად „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ოჯახთან ერთად იყო სტუმრად.

გიგა ბოკერიას მეუღლემ ილაპარაკა, თუ როგორ მოახერხა წყვილმა 15 წლის მანძილზე ოჯახის შენარჩუნება.

რეკლამა
eudora.ge

„ოჯახში გიგა თავისი საქმის მოყვარული და გულისხმიერია. თავისი რწმენით და თვითონ, თავისთავად სჯერა თანასწორობის“.

რაც შეეხება საკუთარ პორტრეტს, ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ბევრი ბედნიერი კაცი უნახავს მის გარშემო.

„ძალიან უყვართ ჩემნაირი ქალები კაცებს, შემიძლია, დაგარწმუნო. შიში შეიქმს სიყვარულსა. არ ვიცი, ჩემ გარშემო შეშინებული კაცები არ მინახავს. არ მაქვს ეს მიდგომა, რომ რადგან ჭკვიანი და ენერგიული ვარ, ამიტომ ჩემი კაცებს უნდა შეეშინდეთ. ძალიან ბევრი ბედნიერი კაცი მინახავს ჩემ გარშემო და არა მარტო იმიტომ, რომ მათთან რამე ურთიერთობა მქონდა… გიგასაც არანაირად არ ეშინია ჩემი“.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები