კალაძე: სააკაშვილმა უკრაინაში თავის სამსახურზე იზრუნოს, როგორც ვიცი გამოგდებას უპირებენ

ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში საკუთარ სამსახურზე ზრუნვისკენ მოუწოდა. ასე უპასუხა კალაძემ პრესკონფერენციაზე შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის მიმართვასთან დაკავშირებით.

კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წინასწარი მონაცემებითაც “ქართული ოცნება” იმარჯვებს.

“მიხეილ სააკაშვილს შეუძლია იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში. როგორც მაქვს ინფორმაცია, მას გამოგდებას უპირებენ და მისი მთავარი საზრუნავი იქნება, როგორმე შეინარჩუნოს სამსახური უკრაინაში.

ყველა იმ კრიტიკული მედიის არხებზე გასული ე.წ. წინასწარ მონაცემებში, იქაც კი, იმ ფეიკ მონაცემებში ლიდერობს „ქართული ოცნება“, რომელმაც იმ გაყალბებულ ნიუსებშიც გაიმარჯვა,”- განაცხადა კახა კალაძემ.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები