იუტას უდაბნოში მეტალის იდუმალი მონოლითი აღმოაჩინეს

აშშ-ში, იუტას შტატის უდაბნოს მოშორებულ ნაწილში ველური ბუნების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უდაბნოზე ვერტფრენით გადაფრენისას იდუმალი მონოლითი აღმოაჩინეს.

ობიექტი 3-3.6 მეტრის სიმაღლისაა და მეტალისგანაა აგებული.

“ეს იყო ყველაზე უცნაური რამ, რასაც გადავწყდომივარ ამდენი წლის ფრენის განმავლობაში”. – განაცხადა ექსპედიციის პილოტმა, ბრეტ ჰაჩინგმა.

ჰაჩინგი იუტას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დავალებით მიფრინავდა, რათა ველური ბუნების რესურსების სააგენტოს კანადური თოვლის ცხვარის დათვლაში დახმარებოდა.

ამ რუტინული საქმის შესრულებისას წითელი ქვების ლანდშაფტში ამ უცნაური მოყვანილობის მონოლითის აღმოჩენა ყველასთვის განმაცვიფრებელი იყო.

მონოლითის წარმომავლობა ამ დრომდე უცნობია. ბიოლოგი, რომელმაც მონოლითი შენიშნა, ამბობს, რომ ის ადამიანის შექმნილს ჰგავდა.

“შესაძლოა, ვინმე ახალი ტალღის ხელოვანმა ააგო, რომელიც 2001: კოსმოსური ოდისეის დიდი ფანია”. -ამბობს ის.

სტენლი კუბრიკის 1968 წლის საკულტო ფილმი და არტურ კლარკის თანამოსახელე წიგნი პრეისტორიული პითეკანთროპების მიერ უდაბნოში მეტალის მონოლითის აღმოჩენით იწყება.

რეკლამა
eudora.ge
სცენა ფილმიდან 2001 კოსმოსური ოდისეა

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები