იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების სამუშაო დღეები მცირდება

იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები კვირაში შვიდი დღის ნაცვლად მხოლოდ ხუთი დღე იმუშავებენ. ცენტრები მოქალაქეებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მოემსახურებიან. ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.

“მუშაობის გრაფიკის ცვლილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

იმის გამო, რომ 7 ქალაქში გადაადგილება 22:00 საათიდან აკრძალულია, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები 09:00-დან 21:00 საათამდე იმუშავებენ.

“იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სერვისის მიღება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა შესაძლებელი პორტალიდან – my.gov.ge… წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება. ფილიალში მისულ პირს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე, ნიღბის გარეშე ის შენობაში არ დაიშვება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები