ის, ვისაც არ დარჩება იმუნიტეტი, რეინფიცრების კანდიდატია – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „დღის შოუში“ საუბრისას განაცხადა:

„შეიძლება, პაციენტს მყარი იმუნიტეტი დარჩეს, ან ნაწილობრივ სუსტი იმუნიტეტი და შეიძლება, საერთოდ არ დარჩეს. ის, ვისაც საერთოდ არ დარჩება იმუნიტეტი, რეინფიცრების კანდიდატია, ხოლო მათ, ვისაც იმუნიტეტი დარჩებათ, და ასეთია დიდი უმრავლესობა, მათ ვირუსი არ უნდა დაემართოთ. რაც შეეხება პერიოდს, რა დროის განმავლობაშიც იმუნიტეტი იცავს ადამიანს ხელახალი ინფიცრებისგან: სახელდება თვეების სხვადასხვა რაოდენობა, მაგრამ სამი თვით მაინც იცავს“

„ქვეყანა უნდა იყოს 6 კვირა ჩაკეტილი, რომ ამოვისუნთქოთ“ – გიორგი ფხაკაძე

რეკლამა
eudora.ge

ამასთან, ცერცვაძე ყველა ვირუსგადატანილს მაინც ურჩევს პირბადის ტარებას, რადგან, შესაძლოა ისინი ვირუსის მექანიკური გადამტანები იყვნენ

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები