ისტორიაში პირველი რბოლა მთვარეზე 2021 წელს გაიმართება

ისტორიაში პირველი მთვარეზე რბოლა 2021 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, იუწყება New Atlas, თუმცა არის ერთი ნიუანსი – რბოლა ჩატარდება პილოტების გარეშე: პროექტ Moon Mark-ის ფარგლებში თანამგზავრ „დედამიწადან“ მოხდება ბოლიდების დისტანციური მართვა. თავად ბოლიდები სტუდენტების მიერაა შექმნილი  McLaren-ის დიზაინერ ფრენკ სტივენსონის დახმარებით. დანიშნულების ადგილზე კი ბოლიდებს ილონ მასკის კომპანია SpaceX აიტანს, ხოლო ტრასას მთვარეზე დააპროექტებს ფორმულა -1-ის ტრასების არქიტექტორი ჰერმან ტილკე.

პროექტის შესახებ პირველი დეტალები წლის დასაწყისში გახმაურდა. მაშინ ითქვა, რომ მონაწილე ორი გუნდის ფორმირება მოხდებოდა დიდი სასკოლო ოლიმპიადის შედეგების მიხედვით. სტუდენტებს მოუწევთ შექმნან მანქანები მთვარეზე რბოლისთვის და ამასთან მოახდინონ რადიომართვაში უნარები. თითო ბოლიდის წონა მხოლოდ 2,5 კგ უნდა იყოს, ხოლო მიახლოებითი სიჩქარე შეადგენს 10 სანტიმეტრს წუთში.

ბოლიდების დედამიწიდან ტრანსპორტირება დაგეგმილია 2021 წლის ოქტომბერში. რბოლის ტრანსლაცია მოხდება პირდაპირ ეთერში.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები