“ისე მოკვდა, სიმპტომი არ ჰქონია, მთელი ქალაქი ჩაიკეტა” – ინდოეთი ახალი ეპიდემიის მოლოდინშია?

ჩინეთის მსგავსი სურათი დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მეორდება. დაუდგენელი დაავადების დიაგნოზით 300-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა, მათგან ერთი კი გარდაიცვალა. პაციენტები ანდჰრა-პრადეშის შტატის ქალაქ ელურუს საავადმყოფოში იმყოფებიან.

რეკლამა
eudora.ge


აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანს აღენიშნებოდა შემდეგი სახის სიმპტომები – გულის წასვლა, გონების დაკარგვა და ღებინება. სისხლის პირველადმა ტესტებმა ვირუსული ინფექციის კვალს ვერ მიაგნო. მაგალითად, ისეთების, როგორებიცაა დენგეს ცხელება ან ჩიკუნგუნია. ისინი კოღოს ნაკბენებითაა გამოწვეული და საკმაოდ გავრცელებული ინფექციებია. ხელისუფლებამ კვლევის სხვა ხერხსაც მიმართა, ისინი ქალაქის წყლის ნიმუშებს ამოწმებენ, რადგან ყველა პაციენტი წყალს ერთი რეზერვუარიდან იღებს. ამ დროისთვის სულ აღებულია 75 860 ნიმუში და ლაბორატორიაშია გაგზავნილი. 

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები