ისედაც ცხადი იყო, რომ ჩემი დაჭერა, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო – მელია

მეორეხარისხოვანია ჩემი დაჭერა-ვერდაჭერა. ისედაც ცხადი იყო, რომ ჩემი დაჭერა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ მართლები, ისტორიის სწორ მხარეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მელიას თქმით, ახლა მთავარია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შედგეს.

რეკლამა
eudora.ge

„ახლა, როდესაც გაჩნდა შანსი, ქვეყანას მოვუპოვოთ ახალი არჩევნები, ჩვენ მზად ვართ, გავხსნათ ეს დისკუსია რეჟიმის წარმომადგენლებთანაც კი. ახლა ეს არის მთავარი და არა ის, რომელ ჩვენგან ემუქრებოდნენ გუშინ და დღეს დილით დაკავებით. ახლა ყევლაზე მეტად მაინტერესებს იმ მოლაპარაკების პროცესი, რომლის გამართვის შესაძლებლობაც გაჩნდა. ბუნებრივია, ამ მოლაპარაკებებსაც, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, სხვა ოპოზიციონერებთან ერთად დავესწრები. მთავარია, რეალობას თვალი გაუსწოროს არამხოლოდ ბატონმა გახარია, არამედ სხვებმაც“, – განაცხადა მელიამ.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები