ინფიცირებულთა 1% გარდაიცვლება – პაატა იმნაძის “მათემატიკა”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მომდევნო დღეებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება:

„ძალიან სამწუხაროა, როცა სიკვდილზე და პროცენტებზე ვლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ ესაა რეალობა, როცა ჩვენ გვყავდა დღეში 1000 ავადმყოფი, ორი კვირის შემდეგ დამძიმდებოდა გარკვეული რაოდენობა და გარდაცვალებითაც მთავრდებოდა, მერე გვყავდა დღეში 2000 ავდმყოფი. მაგრამ წინა ორი კვირა გვყავდა დღეში 4-5 ათასი ავადმყოფი.

საბედნიეროდ, პროცენტულად კი იგივე რჩება მონაცემები, მაგრამ რაც უფრო ნაკლები ავადმყოფი გვეყოლება ნაკლები მსხვერპლი იქნება. უმრავლესობა მარტივად გადაიტანს, გარკვეული ნაწილი მძიმედ, ხოლო 1% ფატალურად დასრულდება”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

სითინიუსი, შეგახსენებთ, ამ მომენტისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ ინფიცირებულთა რიცხვი არის – 194900, ინფიცირებულთა 1 პროცენტი არის – 1949

ამ მომენტისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით, ოფიციალური მონაცემით, უკვე გარდაცვლილია 1883, პაატა იმნაძის “მათემატიკით, ეს იმას ნიშნავს, რომ მაქსიმუმ 66 ადამიანი გარდაიცვლება.

თუმცა, შეგახსენებთ, რომ გუშინ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ 400 კრიტიკული პაციენტია და მიგვანიშნა, რომ მათ გადარჩენას ვერ მოახერხებენ!

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები