იმპიჩმენტი თუ გადადგომა – დონალდ ტრამპს ულტიმატუმი წაუყენეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის ეპოქა სრულდება. ახლა გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, შეინარჩუნებს თუ არა შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი სავარძელს 20 იანვრამდე. დონალდ ტრამპს ოპონენტები თანამდებობის დასატოვებლად ვადას აძლევენ და იმ შემთხვევაში თუ ორ დღეში პოსტიდან არ გადადგება იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით ემუქრებიან. 11 იანვარს შესაძლოა ამერიკის ისტორიაში პირველად პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით გადააყენონ. იპსოს-როიტერსის მიერ ჩატარებული კვლევებით ამერიკელების 57 % დონალდ ტრამპის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს. 

დონალდ ტრამპს ოპონენტებთან ერთად აკრიტიკებენ რესპუბლიკური პარტიის წევრებიც. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას. ადამ კინზინგერისა და ლინდსი გრემის შემდეგ, ალასკელი სენატორი ლისა მურკოუსკი შეუერთდა და დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღება მოსთხოვა. მოწოდებების მიუხედავად თეთრი სახლის ლიდერი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ახლა გადაწყევტილება ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა უნდა მიიღოს, აამოქმედებს თუ არა კონსტიტუციის 25 – ე შესწორებას. 

დონალ ტრამპის ბოიკოტს, რომელმაც თქვა, რომ 20 იანვარს ამერიკის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება – ჯო ბაიდენი გამოეხმაურა. შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მას არ სურს დონალდ ტრამპის ნახვა ცერემონიაზე, თუმცა, სიამოვნებით უმასპინძლებს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს.

პოლიტიკური პროცესების პარალელურად ამერიკის გამოძიების ფედერალურლმა ბიურომ 6 იანვრის შტურმში მონაწილე პირების დაკავება დაიწყო. რამდენიმე ათეულ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. დაწესებულია ჯილდოც. 

დონალდ ტრამპს ბოიკოტი არამხოლოდ ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და საკუთარი გუნდის წევრებმა, არამედ სოციალური მედიის ადმინისტრაციებმაც გამოუცხადეს. Facebook-ის შემდეგ მისი პირადი გვერდიდან Twitter-მაც დაბლოკა, ამჯერად სამუდამოდ.

Facebook-ის შემდეგ, დონალდ ტრამპს ანგარიში Twitter​-მაც დაუბლოკა

6 იანვარს კაპიტოლიუმზე დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ მიტანილ შტურმს 5 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთი კაპიტოლიუმის პოლიციის ოფიცერი, მეორე სამხედროს ძალების ვეტერანია. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა საკუთარ მხარდამჭერებს კაპიტოლიუმის მიმართულებით მსვლელობისაკენ და 3 ნოემბერს არჩევნების შედეგების დაცვისკენ მოუწოდა.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები