იმერეთში ყალბი 50 და 100 ლარიანი კუპიურების დამზადების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

ყალბი ფულის დამზადებისთვის იმერეთში ოთხი პირი დააკავეს. ისინი 50 და 100 ლარიან კუპიურებს ამზადებდნენ და ქუთაისის ბენზინგასამართ სადგურებსა და სავაჭრო ობიექტებში ასაღებდნენ – ამის შესახებ ნიუპოსტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე განცხადებით, ჯამში გასაღებულია 550 ლარის ყალბი კუპიურა:

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი ამხილეს, რომელთაგანაც სამს პატიმრობა შეეფარდა.

რეკლამა
eudora.ge

გომელაურის უწყებას ესებუა კვლავ გაექცა – მორიგი წარუმატებელი სპეცოპერაციის დეტალები

გამოძიებით დადგენდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, იმერეთის რეგიონში, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით, დაამზადეს საქართველოს ეროვნული ბანკის ყალბი 50 და 100 ლარიანი კუპიურები, რომლებიც შემდგომში გაასაღეს ქ. ქუთაისში მდებარე ბენზინგასამართ სადგურებში და სავაჭრო ქსელში.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულების მიერ ჯამში გასაღებულია 550 ლარის ოდენობის ყალბი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით” – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები