“იმედი მაქვს, იციან როგორ შარში და ჯოჯოხეთში შემოვიდნენ” – გუბაზ სანიკიძე “ენმ”-ის ახალ წევრებზე

“ენმ”-ის გუნდის წევრი, გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის ეთერში, ნაციონალური მოძრაობის ახალ სახეებზე საუბრობს:

რეკლამა
eudora.ge

ვუსურვებ წარმატებას, ბევრს არ ვიცნობ, რამოდენიმეს ვიცნობ, მაგრამ ისეთს ვიცნობ, უკიდურესად პოზიტიყრი დამოკიდებულება მაქვს. მივულოცე კიდევაც ამ ჯოჯოხეთში შემოსვლა, ვუსურვებ წარმატებას და მინდა წინასწარ რჩევა ვუთხრა, იმედი მაქვს, გააზრებული აქვთ, როგორ შარში შემოვიდნენ, უსიამოვნო მეტი ელოდებათ ვიდრე სასიამოვნო… ასაკს აქვს დიდი მნიშვნელობა, ყველაზე წარმატებული ხალხი იყვნენ რომაელები, ასაკს იყენებდნენ სამხედრო საქმეში, წინ დგებოდნენ ახალგაზრდები, შუაში საშუალო ასაკის ხალხი და ბოლოში მხცოვნები. ასაკის მიხედვით იყო რომის ლეგიონი დაკომპლექტებული. მარტო ახალგაზრდები ვერაფერს იზამენ, ისევე როგორც მარტო ჩვენი თაობა ვერაფერს იზამს, და ვერც ხანდაზმული იზამს მარტო რამეს. ექსპერიმენტების დრო არ არის – ძველების გამოცდილება და ახალგაზრდების ენერგია.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები