იმაზე მეტი ინფიცირებული პაციენტია ვიდრე წარმოგვედგინა…ცხოვრებაში უარი არ მითქვამს პაციენტის მიღებაზე, 10 დღეა, ბევრი “არა” ვთქვი

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი, აცხადებს, რომ საქართველოს სამედიცინო სტრუქტურა ევროპის წამყვანი სტურუქტურებისგან განსხვავდება. რატიანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში იმაზე მეტი ინფიცირებული პაციენტია ვიდრე წარმოედგინათ. ამის შესახებ რატიანმა TV პირველის ეთერში ისაუბრა.

“ძალიან ბევრი ინფიცირებული გვყავს, იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგვედგინა და გათვლილი იყო“,- განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, პაციენტის მიღებაზე არასდროს უთქვამს უარი, მაგრამ ეპიდვითარებიდან გამომდინარე ბოლო ათი დღეა ბევრს პაციენტს უთხრა „არა“, რაც მისთვის ძალიან გულსატკენია.

„მე სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არასდროს არ ვლაპარაკობ ჩურჩულით, ვლაპარაკობ მხოლოდ იმას, რასაც ვფიქრობ. ჩვენი სამედიცინო სტრუქტურა არ არის, როგორც ევროპის წამყვან ქვეყანაშია, მათი ბიუჯეტი მკვეთრად განხვავდება ჩვენი ქვეყნის სამედიცინო სერვისების ბიუჯეტისგან.

რეკლამა
eudora.ge

აქედან გამომდინარე, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს იმ დატვირთვას, თუნდაც ევროპის წამყვანი, რაც ჩვენს ქვეყანაში ამ ეტაპზე ინფექციის გავრცელებასთან გვაქვს საქმე…

როდესაც პატრონი ან სასწრაფო მირეკავდა, ცხოვრებაში “არა” არ მითქვამს პაციენტის მიღებაზე, იმიტომ, რომ ეს ექიმობაა, იმიტომ გეუბნებიან – “დამეხმარე”, რომ შენი იმედი გააჩნიათ, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე დღეა, თითქმის ათი დღეა, ბევრი “არა” მაქვს ნათქვამი პაციენტის გადმოყვანისთვის, რაც სიმართლე გითხრათ, ეს გულსატკენია როგორც ექიმისთვის“,-ამბობს რატიანი.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები