ილჰამ ალიევმა ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა.

ილჰამ ალიევის მილოცვის ტექსტს ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ჩემი და პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ სახელით, გულითადად გილოცავთ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას.

რეკლამა
eudora.ge

საპარლამენტო არჩევნებში ზედიზედ მესამედ იმ პარტიის გამარჯვება, რომლის ლიდერიც თქვენ ხართ, კიდევ ერთხელ ადასტურებს თქვენი კურსის მიმართ მეგობარი ქართველი ხალხის მხარდაჭერას.

მჯერა, რომ თქვენი გამარჯვება ხელს შეუწყობს ქვეყნის აყვავებას და მომავალშიც წვლილს შეიტანს აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობისა და კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის მრავალმხრივ განვითარებაში.

ვსარგებლობ შემთხვევით და გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, მეგობარ ქართველ ხალხს კი მუდმივ მშვიდობას, სიმშვიდესა და კეთილდღეობას ვუსურვებ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები