ილოცეთ ჩვენთვის და ჩართეთ ტელევიზორი მაღალ ხმაზე – წერილი, რომელიც მილიონზე მეტმა ადამიანმა წაიკითხა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ახალშობილის მშობლის წერილი:

მეზობელმა წერილი twitter-ზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მათ ორცხობილებს გამოუცხობს.

აი, რა ეწერა წერილში:

„გამარჯობა, მეზობლებო!

რეკლამა
eudora.ge

ბინა 207. გაცნობებთ, რომ ჩვენს შვილს ძილს ვასწავლით. უძილო ღამეების, 4-თვიანი კოშმარული სიზმრებისა და სრული რეგრესის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროა სხვა მეთოდს მივმართოთ. ამიტომ, თუ გვიან მის ტირილს გაიგონებთ, გთხოვთ, ჩემთვისაც ილოცეთ, რადგან იცოდეთ, რომ მეც მასთან ერთად ვტირი.

წინასწარ ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და იმედს ვიტოვებ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ვგეგმავ, რომ დღეს დავიწყო და 3-4 დღის განმავლობაში გავაგრძელო. თუ შედეგი არ გვექნება, ორი კვირა დავისვენებთ და მერე ისევ ვცდით. მინდა იცოდეთ, ბავშვი იმის გამო არ ტირის, რომ მე დავტოვე.

უბრალოდ, მინდა, რომ დამოუკიდებლად ისწავლოს დაძინება, შეძლოს საკუთარი თავის დამშვიდება 45-60 წუთში. მე, რა თქმა უნდა, ყოველ 5-10 წუთში მასთან ოთახში შევალ, რომ არ იფიქროს, მარტოა.

თუ ჩათვლით, რომ ვეღარ გვიტანთ, მაშინ უბრალოდ დააკაკუნეთ ჩვენს კარზე, მე ერთ ჭიქა სასმელზე დაგპატიჟებთ და ასე შევინარჩუნებთ მეგობრულ ურთიერთობას.

ნებისმიერ შემთხვევაში, ილოცეთ ჩვენთვის და ჩართეთ ტელევიზორი მაღალ ხმაზე. თუ რძე, შაქარი ან კვერცხი დაგჭირდებათ, გვაქვს და ჩვენ მოგცემთ.

ბოდიშს გიხდით! თქვენი დაღლილი მეზობლები, უორდები“,- წერია წერილში.

მეზობლის მიერ გამოქვეყნებულ მშობლების წერილს მილიონზე მეტი მოწონება და 87 ათასზე მეტი რეტვიტი აქვს.

მეზობელმა შეპირებული ორცხობილები მართალაც გამოუცხო მშობლებს.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები