ივანიშვილმა შექმნა ძალიან გრძელი პოლიტიკური სკამი – სოზარ სუბარი

“ქართული ოცნების” დეპუტატის, სოზარ სუბარის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ოპოზიციას უფრო დაეტყო ვიდრე მმართველ გუნდს:


“თუ ვინმეს დაშლაზეა საუბარი, ამ დაშლის პროცესს ყოველდღიურად ვხედავთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში. მე მგონი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამ “ქართულ ოცნებაზე“ კი არა, მათზე მოახდინა დამღუპველი გავლენა.

ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი დიდი დამსახურება “ქართული ოცნების“ გუნდის წინაშე არის ის, რომ ის წავიდა მაშინ, როდესაც შექმნა ძალიან გრძელი პოლიტიკური სკამი, ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალი დატოვა გუნდის იმ წევრების სახით, რომლებსაც ყოველთვის შეუძლიათ ჩაანაცვლონ ერთმანეთი და ეს ცვლილებები არის ძალიან ბუნებრივი.

ხშირ შემთხვევაში, გული გვწყდება ხოლმე ზოგიერთი ჩვენი მეგობრის გამო, რომელიც დროებით გადის პოლიტიკიდან, ზოგჯერ ვერ ვიგებთ, რის გამო მიდიან, მაგრამ სხვაგვარად ეს არის ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან ამასთანავე უარყო, რომ მაია ცქიტიშვილი პოლიტიკიდან რაიმე სახის დაპირისპირების მიზეზით წავიდა – სუბარის განმარტებით, ცქიტიშვილი და პრემიერობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ხნის მეგობრები არიან.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები