ივანიშვილი 15-პუნქტიან განცხადებას გააკეთებს – ვინ გახდება პარტიის თავმჯდომარე და სად გაუშვა უჩა მამაცაშვილი?

სააგენტო “თაიმერის” ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილი პარტიიდან წასვლას ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს ფიქრობდა, მაგრამ იანვრისთვის გადადადო, შემდეგი 3 მიზეზის გამო:

სავარაუდოდ მას კიდევ ჰქონდა იმედი რომ ტრამპი მეორე ვადით დარჩებოდა ამერიკის პრეზიდენტად.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილს არ უნდოდა რომ ერთპარტიული პარლამენტი ყოფილიყო მის სახელთან დაკავშირებული. ამიტომაც მიდიოდა ოპოზიციასთან “გაშმაგებული” მოლაპარაკებები და თხოვნა ელჩების მხრიდან პარლამენტში შესვლის შესახებ. შემსვლელები მხოლოდ იანვარში იპოვეს. პარლამენტში შესვლა “პატრიოტთა ალიანსმა” გადაწყვიტა. ალბათ არც ის იყო შემთხვევითი რომ ალიანსმა სია არ ჩახსნა. მათ პარლამენტში 4 კაცი გაიყვანეს. პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ სიამაყით გვამცნო, რომ ოპოზიცია უკვე ზის პარლამენტშიო.

ეს პოლიტიკური გვამები ქვეყნის მომავალზე გვესაუბრებიან და სურთ ხელისუფლებაში მობრუნება

კიდევ იყო ერთი მომენტი, რამაც ივანიშვილი დააყოვნა. კარგა ხნით ადრე იყო ინფორმირებული რომ საფრანგეთი მის დაჯილდოვებას აპირებდა. საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი ემანუელ მაკრონმა ჩვენებურს 6 იანვარს უბოძა. თავის დროზე ამ ორდენით დაჯილდოვებული არიან ვლადიმერ პუტინი, ჩაუშესკუ, ბაშარ ალ ასადი და სხვა ბევრად უფრო ღირსეული ადამიანები…

რამდენიმეთვიანი გაუჩინარების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა

ორდენი მიღებულია, ოპოზიცია პარლამენტში შეყვანილია, ტრამპმა პრეზიდენტობა ვერ შეინარჩუნა და ძალიან ცუდად აქვს საქმე. ჰოდა, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ღია პოლიტიკიდან წასვლა.

“თაიმერის” ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ის დიდხანს არჩევდა კანდიდატურას. გამოკვეთილი იყო ორი ფიგურა კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე. სწორედ ამიტომ იყო ბოლო თვეებში კობახიძე ზღვარგადასულად აგრესიული. უნდოდა ივანიშვილისთვის თავი მოეწონებინა. მისმა აგრესიამ შედეგი გამოიღო, მაგრამ სიტუაციაც გაართულა.

რეკლამა
eudora.ge

ივანიშვილი კვლავ პოლიტიკიდან “მიდის”, ოლიგარქი პარტიის თავმჯდომარედ კობახიძეს ტოვებს

როგორც „თაიმერს“ სახელისუფლებო კულუარებში უყვებიან, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს დაასახელებს ივანიშვილი, მაგრამ მას მეთვალყურეებს დაუნიშნავს. შეიქმნება ხუთკაციანი ბორდი. რომლის შემადგენლობაში შევლენ არჩილ თალაკვაძე, კახაკალაძე გიორგი გახარია….

ბორდზე და კიდევ სხვა თემებზე ივანიშვილი თავის განცხადებაში ისაუბრებს. რომელიც 15 პუნქტისგან შედგება. ეს განცხადება რამდენიმე დღეში გაკეთდება.

ივანიშვილმა თანაგუნდელებს პირობა მისცა რომ პარტიის და მთავრობის მუშაობაში არ ჩაერევა. მანვე თანაგუნდელებს უთხრა, რომ კომუნიკაცია მხოლოდ რამდენიმე ადამიანებთან ექნება და მხოლოდ მათ სატელეფონო ზარებს უპასუხებს. დანარჩენებს მოსთხოვა რომ არავითარ შემთხვევაში არ შეაწუხონ.

ოლიგარქმა იმის პირობაც დადო, რომ ქვეყნის მართვაში მისი ნათესავები აღარ ჩაერევიან. ეს პირობა მან დასავლეთს მისცა. „ოცნებაში“ ვინ გაბედავდა ლიდერის ნათესავების ჩარევის გაპროტესტებას. არაფორმალური მმართველის ნათესავებიდან ყველაზე აქტიური უჩა მამაცაშვილი იყო. ივანიშვილმა უჩა მამაცაშვილი გააციმბირა – მოსკოვში გაუშვა ოჯახთან ერთად და აქაურ ამბებში ჩარევა აუკრძალა.

მთავარი მეოცნებე რამდენიმე ხნით მართლაც გაუჩინარდება და როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება თანაგუნდელებს ერთმანეთს “დააჭმევინებს”. და მერე ისევ მხსნელად მოგვევლინება. ამასობაში ის ოპოზიციასთან ალაგებს ურთიერთობას. და არაა გამორიცხული ზოგიერთ მათგანთან ახალი ძალა შექმნას. 2013 წელს მაშინ, როცა პირველად წავიდა პოლიტიკიდან თქვა, რომ თუ მისი გუნდი საქმეს თავს ვერ გაართმევდა ოპოზიციას თავად შექმნიდა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები