ივანიშვილის ბანდა მსოფლიოს თვალწინ უნდა გაშიშვლდეს

მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, ნუ ინერვიულებენ ძალიან რაუნდების რაოდენობაზე, კიდევ გველოდება წინ არაერთი შეხვედრა, რადგან ასე უცბად გლობალური პოლიტიკური საკითხები არ წყდება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციასთან განაცხადა.

რეკლამა
eudora.ge

„მე შემიძლია გითხრათ, ჩემი პარტიის პოზიცია. პარლამენტში არ შევდივართ, არ უნდა შედგეს პარლამენტი, პარასკევს დარბაზში უნდა იჯდეს მხოლოდ „ქართული ოცნება“ სამარცხვინოდ, მთელი მსოფლიოს თვალწინ კიდევ ერთხელ უნდა გაშიშვლდეს ივანიშვილის დანაშაულებრივი ბანდა. შეხვედრაზე ჩვენ დავაფიქსირეთ იგივე პოზიცია, რომ ახალი არჩევნების გარეშე, პარლამენტში არ შევდივართ. ოპოზიციამ ხელი მოაწერა დეკლარაციას იმის თაობაზე, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს“

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები