იაპონიის ძირითადი საფონდო ინდექსი Nikkei, რომელიც ქვეყნის 225 წამყვანი კომპანიის აქციების კურსს ასახავს, ბოლო 30 წლის უმაღლეს მაჩვენებელს მიუახლოვდა, – ამის შესახებ Kyodo News-ი წერს.
ეკონომისტები ინდექსის მკვეთრ მატებას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებსა და ჯო ბაიდენის შესაძლო გამარჯვებას უკავშირებენ.
Nikkei 225, იგივე Nikkei Stock Average-ი, დღეს დაბალი მაჩვენებლით გაიხსნა, თუმცა, მალევე, თითქმის 0,91% -ს მიაღწია, რაც, ბოლო 29 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ბოლოს, იაპონიის საფონდო ინდექსმა ასეთ მაღალ ნიშნულამდე 1991 წლის ნოემბერში მიაღწია.