“თქვენ ეძებთ სკანდალს…”- პოლიტიკური კრიზისი და განხეთქილება მმართველ გუნდში

რა ხდება მმართველ გუნდში და ვინ არის დაინტერესებული “ქართულ ოცნებაში” ქვეყანას ჰყავდეს “ცუდი ჯანდაცვის მინისტრი”

სკანდალური განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ გააკეთა, თუმცა დღეს რიტოტორიკა შეცვალა და თქვა, რომ მედია სკანდალის შექმნითაა დაინტერესებული.

რეკლამა
eudora.ge

დიდი დაპირისპირება მთავრობაში – “გახარიამ ტიკარაძეს წყლის ბოთლი ესროლა

გუშინ, ტიკარაძემ განაცხადა, რომ მათ გუნდში არის ხალხი, რომელიც დაინტერესებულია, რომ ქვეყანას ჰყავდეს “ცუდი ჯანდაცვის მინისტრი”.

დღეს კი ტიკარაძემ თქვა, რომ არსებობს ჩანაწერი და მისი განცხადების მოსმენა შესაძლებელია: “მე მესმის, რომ თქვენ ეძებთ სკანდალს, მესმის, მაშინ ადექით და გადაახვიეთ, ლაივი იყო, ასევე, არსებობს ჩანაწერი, მოუსმინეთ თავიდან”.

მინისტრი შეცვლილ განმარტებაში აღნიშნავს,რომ არ გამორიცხავს, გუნდის გარეთ იყვნენ ასეთი ადამიანები, თუმცა გუნდის შიგნით მსგავს შემთხვევაზე არ საუბრობს.

▶„ოცნებამ“ დაანონსა კანონპროექტი, რომელიც სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში საქმიანობას შეუზღუდავს

“ის, თუ ვინ არის დაინტერესებული, რომ საქართველოს ჰყავდეს ცუდი ჯანდაცვის მინისტრი ეს იყო კითხვაზე პასუხი, სადაც საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტრი არ ფლობს დიპლომს და ვინ არის ამაში დაინტერესებული და მე ვთქვი, რომ გარკვეული ჯგუფები არიან ამით დაინტერესებული. რაც შეეხება, ბრძოლასთან მიმართებაში დაკავშირებულ კითხვებს, აქ განმარტებული იყო, რომ გარკვეულ ბიზნესწარმომადგენლებს შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი ინტერესები, თუმცა დასახელებულები ჯგუფის წევრები ნამდვილად არ ყოფილან და არც გუნდში მყოფი არც ერთი მაღალჩინოსანი, ასევე, მე აღვნიშნე, რომ ამისათვის საჭიროა საკმარისი მტკიცებულებები და ეს გამოძიება მე არ მიწარმოებია, ვინაიდან ნამდვილად არ მაქვს ამისთვის საკმარისი დრო და არც ინტერესი”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები