თუ PCR ტესტით დადებითი პასუხი დადასტურდა და სიმპტომები არ არსებობს, ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტი დაავადებულია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებასა და დავადებას შორის არის სხვაობა, რომელიც ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განასხვავებს ამ ორ მოვლენას.
რატიანის თქმით, თუ ინფიცირებულს სიმპტომები არ აღენიშნება, ის დაავადებულად არ ითვლება:
“კორონავირუსით ინფიცირება და PCR ტესტით მისი იდენტიფიცირების შემთხვევა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ დაავადებული. თუ ადამიანს აქვს მცირე სიმპტომი და PCR ტესტით აღმოაჩნდა დადებითი პასუხი და არ აქვს კლინიკური გამოვლინება, ეს არ ნიშნავს, რომ Covid-19-ით დაავადებულია. Covid-19 ნიშნავს — ადამიანს პლუს, ინფექცია და პლუს კლინიკური გამოვლინება. ეს განსხვავება, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობისთვის არ იყო მიწოდებული” – განაცხადა ლევან რატიანმა.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები