“თუ ჟურნალისტები არ აკივლდნენ, შეიძლება ისე მოკვდე, ვერავინ გაიგოს”

ჟურნალისტი, ნენე დალაქიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“სასოწარკვეთილი ადამიანები სტატუსების წერენ, რომ ისინი, ან მათი ოჯახის წევრები ვერც საავადმყოფოებში გადაყავთ, ვერც ოჯახის ექიმს უკავშირდებიან და ვერც 112-ში რეკავენ. გვთაგავენ ჟურნალისტებს, ექიმებს, უფლებადამცველებს და შველას გვთხოვენ.

ავტეხთ ერთ ამბავს, ვაზიარებთ მათ სტატუსებს, ვკივით, ვწივით და ამის Მერე აქცევენ ამ ადამიანებს ყურადღებას.

ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდება ჯანდაცვის სისტემაში, როგორი ჩამოშლილია სახელმწიფო, როგორ გაანიავეს პიკის შესახვედრად გამოყოფილი მილიონები და გაფლანგეს დრო.

თუ ნაცნობი არ გყავს, თუ გავლენა არ გაქვს, თუ ჟურნალისტები არ აკივლდნენ, შეიძლება ისე მოკვდე, ვერც ვერავინ გაიგოს.

კი, მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული ხელისუფლება გვყავს, როგორ არა.

რეკლამა
eudora.ge

აგერ, ათი წუთის წინ, კოვიდპაციენტს, ასაკოვან ქალს საავადმყოფოდან უკან, სახლში აბრუნებდნენ, ვიდრე მთელი ფეისბუქი არ აღრიალდა.

თქვენი მუშკეტერები, თქვენი კრიზისმენეჯერი გახარია და ბიძინას პირადი კუკლა ტიკარაძე რა ვთქვი, მე. და რობოტი პეპერიც”

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები