თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

6.6-მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 962 ადამიანი დაშავდა. მიწისძვრას 1 044-ზე მეტი ძლიერი ბიძგი მოჰყვა, მათგან 43 შემთხვევაში ბიძგის სიმძლავრე ოთხ მაგნიტუდაზე მეტი იყო.

რეკლამა
eudora.ge

ამ დროისთვის 155 დაშავებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ეგეოსის ზღვაში, 16,5 კილომეტრის სიღრმეში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელიც საბერძნეთსა და თურქეთში იგრძნობოდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგებმა იზმირის პროვიცნიაში სულ მცირე 20 შენობა გაანადგურა. მიწისძვრა იგრძნობოდა აგრეთვე ათენშიც.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები