თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინურ ვაქცინას გამოიყენებენ

თურქეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას 11 დეკემბრიდან დაიწყებს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.

რეკლამა
eudora.ge

მისი თქმით, საწყის ეტაპზე თურქეთი ჩინეთისგან Sinovac-ის ვაქცინის CoronaVac-ის 10 მილიონ დოზას მიიღებს. პირველ რიგში სამედიცინო პერსონალს, 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აცრიან. ვაქცინაცია ოთხ ეტაპად ჩატარდება.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები