თურქეთში კორონავირუსის ახალი, ე.წ. „ბრიტანული“ ვარიანტით ინფიცირების პირველი შემთხვევები დადასტურდა, – ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.
2021 წელს, შესაძლოა, პანდემია დასრულდეს, მაგრამ კორონა არსად წასვლას არ აპირებს
“მუტირებული ვირუსი 15 ადამიანს დაუდასტურდა, რომლებიც თურქეთში გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდნენ. მიღებულია ყველა შესაბამისი ზომა”, – განაცხადა ფაჰრეთინ კოჩამ.
მისივე თქმით, მგზავრების გაერთიანებული სამეფოდან თურქეთში შესვლა დროებით შეწყდა.