თელაველმა ექიმმა, რომელიც აშშ-ში მუშაობს, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებს რამდენიმე სახეობის ტექნიკა შეუძინა

„კახეთის ხმის“ ცნობით, თელაველმა ექიმმა, დავით მრელაშვილმა, რომელიც აშშ-ში მოღვაწეობს, კახეთში მდებარე ამედიცინო დაწესებულებებს უფასოდ გადასცა პულსოქსიმეტრები, ჟანგბადის კონცენტრატორები, სამედიცინო პლანშეტები, LCD ტელევიზორი და ლეპტოპები, რომლებიც თავად შეიძინა. ასევე მრელაშვილმა შეიძინა დასაკეცი საწოლები, გადააკეთა და თელავის რაიონულ საავადმყოფოს გადასცა.

შეგახსენებთ, რომ დავით მრელაშვილს ახლახან ჰქონდა ჩართვა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, სადაც განიხილეს მის მიერ კახეთში ბინაზე მყოფი 1500 პაციენტის მართვა, რისთვისაც მრელაშვილი სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში. აშშ-ში მოღვაწე ექიმმა ამ მიზნით სპეციალური პროგრამა შექმნა, სადაც სამედიცინო მუშაკები, ოჯახის ექიმები და სტუდენტები არიან ჩართულები.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები