თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში, დავით კლდიაშვილის ქუჩაზე, #15-ში, ორი ახალგაზრდა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ამ დროისთვის, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება

სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ან გასაღება) მუხლებით მიმდინარეობს.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები