თბილისის მერიამ საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა საჩუქრებისთვის 430 ათასი ლარი გამოყო

საბავშვო ბაღებიდან საახალწლო საჩუქრების გატანას აღსაზრდელების მშობლები ან მეურვეები დეკემბრის ბოლომდე შეძლებენ.

თბილისის მერია დედაქალაქის საბავშვო ბაღების აღსაზრდელების საახალწლო საჩუქრებისთვის დაახლოებით 430 ათას ლარს დახარჯავს, იუწყება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. 

თბილისში 185 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რომელშიც დაახლოებით 60 ათასი აღსაზრდელია რეგისტრირებული. ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო, ამ ეტაპზე ყველა საბავშვო ბაღი დაკეტილია, თუმცა, ბავშვები ტრადიციულ საახალწლო საჩუქრებს წელსაც მიიღებენ.

ტენდერში, რომელიც თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტომ გამოაცხადა, კომპანია „ბარამბომ“ გაიმარჯვა.

აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 430 ათასი ლარი გამოიყოფა. ერთი შეკვრა ტკბილეულის ღირებულება 7,30 თეთრია. შეკვრაში იქნება შოკოლადის ფილა, ხუთი სახეობის შოკოლადი, მინიმუმ ოთხი სახეობის კარამელის კანფეტები, ვაფლი და ა.შ.
მშობლები საახალწლო საჩუქრებს დეკემბრის ბოლომდე, იმ პროდუქტებთან ერთად მიიღებენ, რომელსაც სააღმზრდელო პროცესის შეჩერების გამო, თბილისის მერიის სოციალური პროექტის ფარგლებში გაზაფხულიდან იღებენ.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები