თბილისის გარეუბანში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო

თბილისის მერიამ ქალაქის გარეუბანში, კერძოდ, აფრიკაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო.

რეკლამა
eudora.ge

სამგორის რაიონში სამშაბათს რამდენიმე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია.

სანაძის ქუჩის მკვიდრები ბულდოზერების მუშაობისათვის ხელის შეშლას ცდილობდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ძალები. მათ რამდენიმე ადამიანი წინააღმდეგობის გამო დააკავეს.

მეპროტესტეები აცხადებენ, რომ ზამთარში ვერსად წავლენ, ვინაიდან მათ მთელი საკუთარი დანაზოგები სახლების მშენებლობაში დახარჯეს.

როგორც მერიაში განმარტეს, შემოწმების შედეგად ინსპექტორებმა ამ მონაკვეთზე 12 უკანონო მშენებლობა აღმოაჩინეს. სანაძის ქუჩაზე შენობები შესაბამისი ნებართვების გარეშე აშენდა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები